Sunday, November 22, 2009

ვიმეტყველოთ ქართულად

პროექტის სახელი: ვიმეტყველოთ ქართულად
პროექტის მოკლე აღწერა: სამეტყველო ბგერების სწორად წარმოთქმა, პრაქტიკულ მეტყველებაში.
პროექტის სრული აღწერა: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (სასურველია მუშაობდეს რეჟისორთან ერთად) მოსწავლებთან მუშაობისას იმ სერიოზულ მიზანს, როგორიცაა სწორი და გამართული მეტყველება, მიაღწევს თამაშ-თამაშით. კერძოდ, მოსწავლეები დაიწყებენ ერთობლივ ჯგუფურ მუშაობას სპექტაკლისათვის. სამუშაო ტექსტად აიღებენ სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკებს
მონაწილეთა ასაკი: ეს პროექტი კერძოდ, 6 კლასელთათვისაა დაწერილი. მონაწილეთა ასაკი 11-12 წელია. ასევე შესაძლოა განხორციელდეს მეორე, მესამე საფეხურის მოსწავლეებთან.
ვადები/ხანგძლივობა: 1-2 თვე. კვირაში ერთი დღე, ერთი საგაკვეთილო საათი (უმჯობესია გამოვიყენოთ ფაკულტეტური საათები)
პროექტის შესეძლო აქტივობები კლასში: პროექტში ჩართულია კლასის აბსოლუტური უმრავლესობა. მათ შორის ერთი ინკლუზივი, ერთი დეფექტური მეტყველების, ორი არაქართულენოვან ოჯახში აღსაზრდელი მოსწავლე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები კმაყოფილნი რჩებიან მათი ერთობლივი ,,ნაწარმით”, რასაც უჩვენებენ ფართო საზოგადოებას (პედაგოგებს, მშობლებს, თანატოლებს)
სასარგებლო სხვებისათვის: ამ პროექტის საშუალებით, ყველა დაინტერესებულ მასწავლებელს შეეძლება სასარგებლო რჩევა მიიღოს თუ როგორ ვასწავლოთ, მივაჩვიოთ, მოსწავლეები გამართულ და სწორ მეტყველებას . ასევე დაინტერესებული მოსწავლეები ნახავენ თანატოლების ნაღვაწს.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტს კავშირი ექნება ბევრ დისციპლინასთან, (ისტორია, რელიგია, გეოგრაფია, ბიოლოგია, მათემატიკა), რომელიც 6 კლასში ისწავლება. ასევე კავშირშია ეროვნული სასწავლო გეგმასთან პუნქტი
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: შესაძლოა სხვა სკოლებიდან მოწვეულ იქნას რაღაც ჯგუფი სპექტაკლის სანახავად და შემდგომში ერთობლივი პროექტი დაიწეროს და პრაქტიკულად განხორციელდეს
პროექტის ფასილიტატორის სახელი: თამარ ვაჭარაძე
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: T_Vatscharadze@yahoo.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ-გვერდები/ბლოგი: http://tvacharadze57.blogspot.com/